Thursday, August 4, 2011

იაპონიაში კომპიუტერული ვირუსის გავრცელებისთვის დაპატიმრებები დაიწყო

იაპონიაში კომპიუტერული ვირუსის შენახვისთვის ადამიანი დააკავეს. სამართალდამცავთა ვარაუდით, ქალაქ ოგაკას მცხოვრები 38 წლის იასუხირო კავაგუჩი ვირუსის გამოყენებას ფაილთა გაცვლის პროგრამის - Share-ს წინააღმდეგ გეგმავდა.


ვირუსი პოლიციამ კავაგუჩის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად აღმოაჩინა. 

ვირუსის სახელწოდება მომხმარებელს აფიქრებინებდა, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის ამსახველ ფაილს წააწყდა. ფაილის გახსნისთანავე მომხმარებლის კომპიუტერზე მოელვარე გამოსახულებები ჩნდებოდა, რაც მუშაობის გაგრძელებას შეუძლებელს ხდიდა. ვირუსის წაშლა მხოლოდ ოპერაციული სისტემის განახლებით იყო შესაძლებელი.

დაკავებულის კომპიუტერში IP მისამართების სიაც აღმოაჩინეს. სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ ვირუსით ინფიცირებული პერსონალური კომპიუტერების რაოდენობა 2000-ია. 

ეჭვმიტანილი აღიარებს, რომ კომპიუტერული ვირუსებით ჯერ კიდევ 4 წლის წინ დაინტერესდა და ბოლო წელიწადში ქსელში 10 მათგანი გაუშვა.

პოლიცია ვარაუდობს, რომ კავაგუჩი თავად არის ვირუსების შემქმნელი, თუმცა ამის დამტკიცებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს. 

იაპონიამ 1 თვის წინ მიიღო კანონი, რომელიც კომპიუტერული ვირუსებს შექმნას, შენახვასა და გავრცელებას კრძალავს. ამ დანაშაულისთვის კანონმდებლობა 500 ათასი იენის ჯარიმას ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ბრალდებით კიდევ ერთი იაპონელი მასატო ნაკაცუძი უკვე იხდის სასჯელს.
 

No comments:

Post a Comment