Thursday, August 4, 2011

ჰაკერებმა 90 ათასზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცის ფოსტა გატეხეს!



ჰაკერთა ჯგუფ Anonymous -ის წევრებმა პენტაგონის კონტრაქტორი კომპანიის Booz Allen Hamilton -ის სერვერი გატეხეს და 90 ათასზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცის ელექტრონული ფოსტის მისამართი მოიპარეს. 


გამორიცხული არ არის, მათ ჯარისკაცების ელექტრონული ფოსტის პაროლებიც ჩაიგდეს ხელში, რაც პენტაგონს უქმნის საშიშროებას. შესაძლოა, ჰაკერებმა ელექტრონული ფოსტის გამოყენებით, ჯარისკაცების კომპიუტერები ვირუსებით დააბინძურონ. 

ჯგუფ Anonymous -ის წევრებმა 2010 წელს გატეხეს საიტები: Visa, Mastercard  და Paypal, რომლებიც "ვილიკიქსის" საიტისთვის განკუთვნილ ათასობით საიდუმლო ინფორმაციის თარგმნას ბლოკავდნენ.

ბოლო თვეებში ჯგუფის წევრები ესპანეთში, თურქეთსა და იტალიაში დააკავეს.

No comments:

Post a Comment