Tuesday, August 9, 2011

ჰაკერთა ჯგუფი 5 ნოემბერს „ფეისბუქის“ განადგურებას გეგმავს

ჰაკერების ჯგუფი „Anonymous“ ოპერაცია „ფეიბუქის“ დღეს ასახელებს. „იუთუბიზე“ გამოქვეყნებულ შეტყობინებას თუ დავუჯერებთ, „ფეისბუქი“ 5 ნოემბერს განადგურდება.


ჯგუფის წარმომადგენლები მოუწოდებენ მსოფილოს ყველა ჰაკერს, გაერთიანდნენ და ყველაზე მსხვილ სოციალურ ქსელს ერთად ებრძოლონ.

Anonymous „ფეისბუქს“ სოციალური ქსელის ადმინისტრაციის მიერ პერსონალების შესახებ პირადი მონაცემების სპეცსამსახურებისთვის გადაცემას აპროტესტებს.
ჰაკერების აზრით, მარკ ცუკერბერგის კომპანია თითოეული მომხმარებლის შესახებ ინფორმაციას ინახავს და მას ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას უზიარებს.


„ფეისბუქი“ იმახსოვრებს ყველა ინფორმაციას, რომელიც მომხმარებლის მიერ მის "პროფილში" ოდესმე იყო შეყვანილი. წაშლილი ინფორმაციის აღდგენა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. ფეისბუქმა უფრო მეტი იცის თქვენ შესახებ, ვიდრე თქვენმა ოჯახის წევრებმა,“- აცხადებენ ჰაკერები.


მათივე თქმით, „ფეისბუქის“ სერვისი უფასო ვერ იქნებოდა მომხმარებლისთვის, მის მფლობელებს შემოსავალი რომ არ ჰქონდეთ, ანუ გამოდის, ისინი თანხებს სხვა გზით შოულობენ. „ფეისბუქი“ ინფორმაციას ჰყიდის სახელისუფლო სტრუქტურებზე.


ანგარიშის განადგურება, ფაქტობრივად, შეუძლებელია და პერსონალური პარამეტრები ბლეფია,- ამბობენ ჰაკერები.


ოპერაცია „ფეისბუქის“ თარიღად 5 ნოემბრის შერჩევას ჯგუფი Anonymous-ი ისტორიულ ფაქტს უკავშირებს. 1605 წლის 5 ნოემბერს გაი ფოქსის მეთაურობით შეთქმულთა ჯგუფი ლონდონის პარლამენტის აფეთქებას ამზადებდა.

No comments:

Post a Comment